ენ-ნესირის იუვენტუსში ტრანსფერი მომდევნო კვირას გაოფიციალურდება
იუვენტუსმა და ფენერბაჰჩემ იუსეფ ენ-ნესირის ტრანსფერის დეტალები შეათანხმეს.
ტურინულ გრანდს 28 წლის მოროკოელი ფორვარდის 6-თვიანი იჯარა 5 მილიონი ევრო დაუჯდება, მისი შემდგომში 21.5 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.
მოსალოდნელია, რომ მოროკოელი ტურინს ორშაბათს ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
