TuttoJuve

Juve per sempre sarà

მატეტას ალტერნატივა ფენერბაჰჩეს ფორვარდია

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ფენერბაჰჩეს ფორვარდის იუსეფ ენ-ნესირის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, 28 წლის მოროკოელი ფეხბურთელი ჟან-ფილიპ მატეტას ალტერნატივად მოიაზრება.

დი მარციოს ცნობით, თურქები ფეხბურთელის ფასიანი იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ არიან, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით. იუვენტუსს კონკურენციას ნაპოლი გაუწევს.

მოროკოელის აქტივში მიმდინარე სეზონში თურქულ სუპერ ლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში 7 გოლია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !