TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი და კრისტალ პალასი მატეტას თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი და კრისტალ პალასი ჟან-ფილიპ მატეტას ტრანსფერის ფორმულაზე შეთანხმდნენ.

რომეო აგრესტის ინფორმაციით, ინგლისელები მატეტას იჯარით გაშვებას დათანხმდნენ, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც მარტივი პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

კრისტალ პალასი ფრანგის სანაცვლოდ დაახლოებით 35 მილიონს მიიღებს, მაგრამ ამ მომენტისთვის მთავარი პრობლემა ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი მაღალი საკომისიოა.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !