TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაპელო:“ იუვენტუსმა კოპმეიენრსი ხელიდან არ უნდა გაუშვას“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსს ტეუნ კოპმეიენრსის გაფორმება ურჩია და მომდევნო სეზონში სერია ა-ს ფავორიტებზე ისაუბრა.

„დუგლას ლუისისა და კეფრენ ტურამის შემდეგ, იუვენტუსმა ტეუნ კოპმეიენრსიც უნდა გაიფორმოს. ნიდერლანდელს გუნდში გოლებისა და საგოლე გადაცემების მიტანა შეუძლია, რაც გასულ სეზონებში ბიანკონერის ძალიან აკლდა.

„იქნება თუ არა ეს საკმარისი ინტერთან კონკურენციისთვის ? იუვენტუსი გაძლიერდა, თუმცა ვფიქრობ, მათ შეტევაში პოტენციალის გაზრდა მოუწევთ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოხდება კიეზასთან მიმართებაში, თუმცა იუვენტუსს მინიმუმ ერთი მაღალი ხარისხის ფორვარდის დამატება მართებს.

„ინტერი ? ნერაძურიმ მფლობელი შეიცვალა, თუმცა გუნდის ბირთვი და მწვრთნელი უცვლელია, მათ გაიფორმეს ჟელინსკი და ტარემი, ამიტომ ინძაგი და მისი გუნდი მომდევნო სეზონს ფავორიტების ამპლუაში ხვდებიან, თუმცა მათ ტიტულისთვის ბრძოლა მოუწევთ.“