TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ილდისი და ვლაჰოვიჩი შვებულებას შეიმოკლებენ და მოტას განკარგულებაში ნაადრევად დაბრუნდებიან

ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩი და კენან ილდისი შვებულების შემოკლებასა და იუვენტუსის განკარგულებაში დაბრუნებას ვადაზე ადრეა აპირებენ.

წყაროს ცნობით, ილდისი ტურინში უახლოეს დრეებში დაბრუნდება, სადაც ის ცხვირის ოპერაციას გაიკეთებს, ექიმების მწვანე შუქის მიღების შემდეგ კი ვარჯიშს დაიწყებს.

ვლაჰოვიჩი კი გუნდთან ერთად 20 ივლისს გერმანიაში, Adidas-ის სათაო ოფისში გაემგზავრება, სადაც ბიანკონერი სეზონისთვის მომზადებას გააგრძელებს და ამხანაგურ მატჩსაც გამართავს.