TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონსეისაუ:“ ამდენი შანსის განიავების უფლება არ გვაქვს“

შიკო კონსეისაუმ კალიარისთან მატჩი შეაფასა.

„მატჩი არც თუ ისე კარგად დავიწყეთ, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ მოვუმატეთ და საბოლოო ჯამში გამარჯვება დავიმსახურეთ. ჩვენ მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მათ შორის მეც არაერთი კარგი შანსი მქონდა და მათი გამოყენება ვერ შევძელი. ასეთი მატჩები აუცილებლად უნდა მოვკლათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქეს დაბრუნების შანსს ვაძლევთ.

„კალიარის მსგავს გუნდებთან თამაში, რომელიც დაცვაში მჭიდროდ თამაშს ამჯობინებს მარტივი არ არის, ასეთი გუნდები ბევრ სივრცეს არ გიტოვებენ, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და შეგვეძლო, ყველაფერი გაცილებით ადრე დაგვესრულებინა.

„ვლაჰოვიჩი და ილდისი ? კენანის გვერდით თამაში ძალიან მარტივია, ის თითოეულ ჩვენგანს საქმეს უმარტივებს. დუშანს კუნთის პრობლემა აქვს და იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია, რადგან ვლაჰოვიჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„გოლების ნაკლებობა ? გეთანხმებით, ამის გამო მე ძალიან გაბრაზებული ვარ და ვიცი, რომ მეტი გოლის გატანა მმართებს. დღეს ჩემი შანსები რომ გამომეყენებინა ჩვენ თამაშს გაცილებით მარტივად დავხურავდით. დარწმუნბული ვარ, გოლები აუცილებლად იქნება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !