ტუდორი:“ ბერნაბეუზე სწორი მენტალიტეტის გარეშე გამარჯვება გამორიცხულია“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა რეალთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ამ სტადიონზე თამაში მარტივი არავისთვის არის, აქ არ უნდა მოხვიდე წაგებულის მენტალიტეტით, არამედ უნდა გახვიდე მოედანზე და გამარჯვებისთვის იბრძოლო, სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
„წინასწარ შედეგებზე საუბარი უადგილოა, საბოლოო შედეგს მხოლოდ მატჩის შემდეგ ვიხილავთ, მე მინდა ჩემმა გუნდმა მოედანზე თავისი მაქსიმუმი გააკეთოს და სტადიონი თავაწეულმა დატოვოს.
„ლოკატელი სკამზე ? ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, დღევანდელ ფეხბურთში რეალურად 16 სასტარტო გყავს, შანსს ყველა მიიღებს.
„ილდისი კაპიტანის ამპლუაში ? მან ეს თავისი დაუღალავი შრომით დაიმსახურა, მის გამო ბენდიერი ვარ.
„ვლაჰოვიჩი ? დუშანი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, აქამდე დევიდს ეძლეოდა შანსი, ახლა დუშანის დროა, არ დაგავიწყდეთ ოპენდაც, ის წუთებს აუცილებლად მიიღებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
