TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შესნის კარიერის გაგრძელების 3 ვარიანტი აქვს

იუვენტუსმა ვოიცეხ შესნის აცნობა, რომ ის ტიაგო მოტას გეგმებში აღარ შედის და პოლონელის აგენტი ახალი გუნდის ძიებას აქტიურად შეუდგა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, შესნის კარიერის გაგრძელების 3 ვარიანტი აქვს. პირველი მათგანი ერთ-ერთი არაბული გუნდია, სადაც მისი ტრანსფერით ერთდროულად რამდენიმე კლუბი ინტერესდება, მაგრამ პოლონელს ევროპაში დარჩენა ურჩევნია.

მეორე ვარიანტი მონცაა, თუმცა ლომბარდიულ გრანდში გადასვლის სანაცვლოდ მას გასამრჯელოს მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.

მესამე და ამ მომენტისთვის ნაკლებად მოსალოდნელი მისი იუვენტუსში დარჩენაა, თუმცა ამ შემთხვევაში მას ერთი სეზონის სკამზე გატარება მოუწევს, შემდეგ კი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.