TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რავანელი:“ იტალიის ნაკრებში თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებიც იქ ყოფნას არ იმსახურებენ“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ იტალიის ნაკრების პრობლემებზე ისაუბრა.

„იტალიის უდიდესი პრობლემა გახლდათ ის, რომ გუნდი 4-მცველიანი სქემით თამაშისთვის მზად არ იყო, სპალეტი კი სქემას გაუთავებლად ცვლიდა, რაც ფეხბურთელების დაბნეულობას იწვევდა.

„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იტალიის ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც აძურის ფორმის ტარებას არ იმსახურებენ. თუ შენ თითოეულ მატჩში ნაკრებისთვის ყველაფრის მიცემა არ შეგიძლია, ამ დონეზე თამაშს არ იმსახურებ.

„სამწუხაროდ, დღევანდელ იტალიის ნაკრებს ლიდერები აკლია, რომლებიც გუნდს საჭირო მუხტსა და გამბედაობას შესძენენ. მე ფეხბურთელების თვალებში ვხედავდი შიშს. ეს მწვრთნელის პრობლემაც არის, სწორედ ის ირჩევს ფეხბურთელებს და სწორედ მან უნდა იზრუნოს, რომ გუნდი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ზეწოლისთვის მზად იყოს.“