TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტას ტურინში დღეს ელოდებიან

ტიაგო მოტა ტურინში დღეს ჩაფრინდება, ორშაბათს კი მისი ოფიციალური პრეზენტაცია შედგება და იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტი იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველ პრეს-კონფერენციას გამართავს.

ტიაგო მოტა კონტინასაზე მუშაობას 10 ივლისს დაიწყებს, მის განკარგულებაში იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებებში გამოძახებულები არ არიან.

ბოლო წლებისგან განსხვავებით, იუვე ამ ზაფხულში შტატებში აღარ გაემგზავრება, ბიანკონერი სეზონისთვის მზადებას გერმანიაში გააგრძელებს, 26 ივლისს ნიურნბერგის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს და იტალიაში დაბრუნდება.

error: დაცული კონტენტი !