კიეზას სანაცვლოდ მიღებული თანხა კოპმეინერსის ტრანსფერს მოხმარდება
იუვენტუსს ფედერიკო კიეზას გაყიდვა მაქსიმალურად მოკლე დროში სურს, რაც ბიანკონერის ატალანტასთვის ტეუნ კოპმეიენრსის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადების გაკეთებაში დაეხმარება.
ლა დეამ შეთავაზება, რომლის მიხედვითაც კოპმეინერსის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს მიიღებდა, უარით გაისტუმრა და მინიმუმ 55-60 მილიონს ითხოვს.
ნიდერლანდელი ტიაგო მოტას მთავარი სატრანსფერო მოთხოვნაა, რომლის გასაფორმებლად ჯუნტოლი ძალების დაზოგვას არ აპირებს და კიეზას გაყიდვისთანავე ლა დეას ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს.