ჟეგროვას კიდევ ერთი შანსის მიღება უნდა
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ედონ ჟეგროვას იუვენტუსში დარჩენის იმედი აქვს.
წყაროს ცნობით, კოსოვოელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ფიზიკური პრობლემები უკან მოიტოვა და მომდევნო სეზონში თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენას შეძლებს.
სკირას თქმით, სპალეტი ჟეგროვას შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა თუ იუვენტუსი მის სანაცვლოდ შესაბამის წინადადებას მიიღებს, არც კოსოვოელის გაყიდვაა გამორიცხული.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
