იუვენტუსი გერეიროს გაფორმებას იანვარში ეცდება
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ბაიერნის უკანახაზელის რაფაელ გერეიროს გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება.
Tuttosport-ის ცნობით, ტუდორმა იანვარში დაცვის ხაზის გაძლიერება ითხოვა და 31 წლის ფეხბურთელი ბიანკონერის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე იქნება.
გერეიროს მიმდინარე კონტრაქტი გერმანულ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი იანვარში გაფორმება იაფად იქნება შესაძლებელი, ამას მისი გამოცდილება და უნივერსალობა ემატება, რაც პორტუგალიელს ბიანკონერის რიგების გასაძიერებლად იდეალურ კანდიდატად აქცევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                