TuttoJuve

Juve per sempre sarà

დი ნატალე:“ ილდისი სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელია“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ტოტო დი ნატალემ Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ? ვფიქრობ, ამ მომენტში კენან ილდისი უკონკურენტოა, ის უნიჭიერესი ფეხბურთელია და წინ შესანიშნავი კარიერა ელოდება.

„ილდისი კლასიკური ათიანია, შენ მისგან სეზონში 15 გოლზე მეტს არ უნდა ელოდო, თუმცა კენანმა იცის, როგორ შეუქმნას სივრცეები თანაგუნდელებს, რაც გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ის მხოლოდ 20 წლის არის. რამდენ ფეხბურთელს შეუძლია 20 წლის ასაკში იუვენტუსის 10 ნომერი მოირგოს და ასეთ დონეზე ითამაშოს ?

„მე მონტელას (თურქეთის ნაკრების მწვრთნელი, ავტ.) ხშირად ვესაუბრები და ის მეუბნება, თუ რამდენად ნიჭიერია ილდისი, ვინჩენცომ ტალანტის დანახვა კარგად იცის.

„სხვა გამოსარჩევი ფეხბურთელები სერია ა-ში ? მოდრიჩი. მართალია ის 40 წლის არის, მაგრამ ლუკას მსგავსი ხარისხით ბევრი ვერ დაიკვეხნის, ის უნიკალური ფეხბურთელია.

„აღსანიშნავია პოლიტანოც, მას სათანადოდ ვერასოდეს აფასებდნენ, თუმცა კონტეს დახმარების მას შეუძლია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !