TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონსეისაუ:“ გოლი ? ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, ამიტომ ბედნიერი არ ვარ“

შიკო კონსეისაუმ ვერონასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დაბრუნება და გოლი ? მიხარია, რომ გუნდის დახმარება კვლავ შემიძლია. ჩემი ტრავმა რთული არ იყო, მაგრამ სამწუხაროდ ინტერთან მატჩის გამოტოვება მომიწია. გოლი კარგია, მაგრამ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ბედნიერი არ ვარ.

„ჩვენ დღეს საგოლე მომენტები შევქმენით, მაგრამ მათი გოლებში გარდასახვა ვერ შევძელით და ქულები დავკარგეთ. ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და გავიმარჯვოთ, სხვა შედეგი არ გვაკმაყოფილებს.

„ენერგიის ნაკლებობა ? ჩვენ ყოველ 3 დღეში ერთხელ ვთამაშობთ, ამიტომ ეს გასაკვირი არ არის. ვერონა სახლში ყველა გუნდისთვის რთული მეტოქეა და სამწუხაროდ დღეს გამარჯვება ვერ შევძელით.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

229 views
error: დაცული კონტენტი !