მარკიზიო:“ კოპმეიენრსის პრობლემა მენტალობაა, ილდისი იუვენტუსის იამალია“
იუვენტუსის ლეგენდამ კლაუდიო მარკიზიომ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„იუვენტუსის გასული ორი მატჩი ? იუვენტუსმა ინტერთან და დორტმუნდთან მატჩებში დაამტკიცა, რომ გუნდმა ძლიერი მენტალიტეტი და ბრძოლის სურვილი დაიბრუნა, რადგან არის შეხვედრები, რომლებშიც პოზიტიური შედეგის მოსაპოვებლად ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მენტალური სიძლიერეა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა გოლის გაშვება გუნდის DNA-ში არის და იუვენტუსს ამ საკითხზე სამუშაო აქვს.
„ტუდორი ? ჩვენი გზები 2006 წელს გადაიკვეთა, ის ყოველთვის ძალიან ჭკვიანი, ქარიზმატული ადამიანი და ფეხბურთელი იყო, მას რამდენიმე პოზიციაზე შეეძლო თამაში და ამას ყოველთვის უმაღლეს დონეზე აკეთებდა, ამ ცოდნასა და გამოცდილებას კი იგორი ახლა მწვრთნელის ამპლუაში იყენებს. იუვენტუსმა მისი შენარჩუნებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„იუვენტუსს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, გუნდმა შეტევის გასაძლიერებლად მსუყე თანხა დახარჯა, თუმცა წარმატების მისაღწევად გუნდმა დაცვაში თამაშს უნდა მოუმატოს. დორმტუნდთან და ინტერთან ქამბექები კარგია, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ასე შორს ვერ წავალთ.
„კოპმეიენრსი ? მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, მაგრამ ტეუნის პრობლემა მენტალობაა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მას შეცდომების დაშვების ეშინია, ის უნდა გათავისუფლდეს და გააკეთოს ის, რაც მან ძალიან კარგად იცის. ახლა გუნდს ნახევარდაცვაში მეტი სტაბილურობა სჭირდება და ეს ლოკატელი-ტურამის დუეტს უკეთ გამოსდის.
„ილდისი ? კენანი ჯერ მხოლოდ 20 წლის არის, თუმცა მისი შრომისმოყვარეობა, ხასიათი და კლასი სხვებისგან გამორჩეულია. ილდისს აქვს ყველაფერი, რომ იუვენტუსის იამალი გახდეს, ის ჩემი დროის იუვენტუსშიც ძირითადში იქნებოდა.
„კენანის ახალი კონტრაქტი ? ის ამას იმსახურებს, ილდისი იუვენტუსის ღირებულებებს იდეალურად წარმოადგენს, რაც მის ასაკში მარტივი არ არის. კენანი იმსახურებს იმ ეკონომიკურ ინვესტიციას, რაც მის შესანარჩუნებლად არის საჭირო.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
