TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლივერპული კიეზას მიმართ ინტერესს არ კარგავს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლივერპული ფედერიკო კიეზას სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და არ არის გამორიცხული, ტურინულ გრანდთან მოლაპარაკებები განაახლოს.

სქაუზერები ფედერიკოს მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენენ და ახლა, როდესაც იუვენტუსმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა, ინგლისელებს იტალიელი ვინგერის გაფორმების კარგი შანსი აქვთ.

კიეზას რომასა და ნიუკასლსაც უკავშირებენ, მაგრამ ფედერიკოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომ არ არის გამორიცხული კარიერის ლივერპულში გაგრძელება არჩიოს.