ტურამს ტურინში სამშაბათს ელოდებიან
დუგლას ლუისისა და მიკელე დი გრეგორიოს ტრანსფერების შემდეგ, იუვენტუსი მომდევნო კვირაში კეფრენ ტურამის ტრანსფერს გააოფიციალურებს.
ალფრედო პედულას ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება სამშაბათს არის ჩანიშნული, რის შემდეგაც ის ტურინულ გრანდს ოფიციალურად შეუერთდება.
ნიცა ტურამის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი დაემატება.