იუვენტუსის მოთხოვნით, სულე ოლიმპიადაზე მონაწილეობას არ მიიღებს
კეფრენ ტურამის შემდეგ, იუვენტუსმა ზაფხულის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება მატიას სულეს აუკრძალა.
ტურინულ გრანდს სურს, რომ არგენტინელი კონტინასაზე მაქსიმალურად მოკლე დროში დაბრუნდეს, რაც ტიაგო მოტას ფეხბურთელის დაკვირვებისა და მის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს.
ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებებში არ თამაშობენ, სეზონისთვის მზადებას კონტინასას ბაზაზე 10 ივლისს დაიწყებენ.