TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ბრემერის გაყიდვას არ განიხილავს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გლეისონ ბრემერის სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვას არ აპირებს.

ბრაზილიელის შესაძლო წასვლის თაობაზე გასულ კვირებში აქტიურად იწერებოდა, თუმცა წყაროს ცნობით, გუნდში ტიაგო მოტას მისვლის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტი ბრემერს გუნდის დაცვის ხაზის წამყვან ფიგურად მოიაზრებს და მისი გაშვება არც კი განიხილება.

34 views
error: დაცული კონტენტი !