TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ვიცე-ვლაჰოვიჩი შეარჩია

მოიზე კინი უახლოეს დღეებში ფიორენტინას შეუერთდება და გუნდს დიდი ალბათობით მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არკადიუშ მილიკიც დატოვებს, ამიტომ ტურინული გრანდი სათადარიგო ფორვარდის ძიებაშია.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბიანკონერის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეტევის გასაძლიერებლად რენის შემტევი არნო კალიმუენდო გახლავთ.

რენი 22 წლის ფრანგის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც იუვენტუსს კინისა და მილიკის გაყიდვის შემდეგ არ გაუჭირდება.