TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვენეცია ნიკოლუსის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ვენეციას შორის ჰანს ნიკოლუსი-კავილიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.

წყაროს ცნობით, სერია ა-ში ახლად დაწინაურებული გუნდი 24 წლის იტალიელი იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ბიანკონერი კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონს ითხოვს და სურს, კონტრაქტში ჩაიდოს პუნქტი, რომელიც იუვენტუსს მომავალში მისი დაბრუნების საშუალებას მისცემს.

გუნდებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თავად იტალიელი კი ვენეციაში გადასვლისა და მეტი სათამაშო დროის მიღების წინააღმდეგი არ არის.