გალიანი:“ იუვენტუსს შესანიშნავი პროექტი აქვს“
მონცას გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ მომდევნო სეზონში სერია ა-ს ფავორიტებზე ისაუბრა.
„სკდუეტოს მოპოვების ფავორიტი მომდევნო სეზონში ? ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი ძალიან რთულია. ინტერი ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ მე იუვენტუსში მიმდინარე პროცესები და მათი პროექტი ძალიან მომწონს.
„ვფიქრობ, წინ ძალიან კარგი და დაძაბული სეზონი გველოდება, რომელშიც პირველ და მე-10 ადგილებს შორის სხვაობა გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ეს გასულ სეზონში იყო.“