კონსეისაუ ტურინში დაბრუნდა
შიკო კონსეისაუ ცოტა ხნის წინ ტურინში დაბრუნდა, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსის რიგებს უკვე ოფიციალურად შეუერთდება.
იუვენტუსი პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ საერთო ჯამში 32 მილიონ ევროს გადაიხდის, აღნიშნულ თანხას ბიანკონერი ეტაპობრივად, 4 წლის განმავლობაში დაფარავს.
კონსეისაუ იუვენტუსთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო 3 მილიონი ევრო იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
აღსანიშნავია, რომ კონსეისაუმ იუვენტუსში ტრანსფერის სანაცვლოდ 5-6 მილიონ ევროზე თქვა უარი, რომელსაც ის ბონუსების სახით მიიღებდა.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
