იუვენტუსი კოშტას გაყიდვაზე არ მუშაობს
პორტუგალიური წყაროების ცნობით, ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, იუვენტუსი ამ მომენტისთვის ალბერტო კოშტას გაყიდვას არ აპირებს.
გამოცემა Record-ის ცნობით, სპორტინგის მხრიდან პორტუგალიელის მიმართ ინტერესი მართლაც არსებობს, თუმცა ჯერჯერობით მათ ტურინული გრანდისთვის არანაირი წინადადებით არ მიუმართავთ.
იგორ ტუდორი კოშტას გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრებს, ამიტომ ის გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ იუვენტუსი მსუყე წინადადებას მიიღებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                