იუვენტუსს სანჩოს გაფორმება 15 მილიონად სურს
იუვენტუსი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის შეთანხმების შემდეგ, ბიანკონერი საერთო ენის გამონახვას მანჩესტერთან ცდილობს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსს სანჩოს გაფორმება ბონუსების ჩათვლით 15 მილიონ ევროდ სურს.
ინგლისელებს სანჩოს სანაცვლოდ 25 მილიონის მიღება უნდათ, თუმცა მის მიმართ არსებული დაბალი ინტერესისა და ფეხბურთელის სურვილის ფონზე, რომელსაც კარიერის იუვენტუსში გაგრძელება უნდა, წითელ ეშმაკებს დიდი ალბათობით დათმობაზე წასვლა მოუწევთ.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                