იუვესა და პორტუს შეთანხმებამდე 1 მილიონი აშორებთ
იუვენტუსსა და პორტუს შორის შიკო კონსეისაუს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და დიდი ალბათობით პორტუგალიელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს ოფიციალურად უახლოეს პერიოდში შეუერთდება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსმა წინადადება 24 მილიონ ევრომდე გაზარდა, რაც მოთხოვნილ 25 მილიონთან ახლოს არის და გუნდებს საერთო ენის გამონახვა აღარ უნდა გაუჭირდეთ.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
