TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე გონსალესის გაშვებას და კონსეისაუ-სანჩოს გაფორმებას ცდილობს

დამიენ კომოლი შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს და მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ მომენტისთვის ფლანგები გახლავთ.

SportItalia-ს ცნობით, ტურინული გრანდი ნიკო გონსალესის გაყიდვას ცდილობს, ის იგორ ტუდორის გეგმებში არ შედის, ამიტომ არგენტინელი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს. მის მიმართ ინტერესს არაბული გუნდები იჩენენ.

წყაროს ინფორმაციით, გონსალესის გაყიდვა იუვენტუსს როგორც შიკო კონსეისაუს, ასევე ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერების დახურვის საშუალებას მისცემს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !