TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე პალმეირასის მცველის ტრანსფერზე მუშაობს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი პალმეირასის ფეხბურთელის ხოაკინ პიკერესის ტრანსფერით ინტერესდება.

26 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი პალმეირასთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ მისი გაფორმება დაახლოებით 15 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !