TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს ოსიმენის 60-65 მილიონად გაფორმება უნდა

ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, იუვენტუსი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი იმედოვნებს, რომ ნაპოლი ადრე თუ გვიან ნიგერიელი ფორვარდის 60-65 მილიონ ევროდ გაშვებას დათანხმდება.

ოსიმენის ტრანსფერზე ამ მომენტისთვის არაბული გუნდები მუშაობენ, თუმცა ნიგერიელს ევროპის დატოვება არ უნდა და იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობა უკვე ნათქვამი აქვს.

ტურინულ გრანდს ოსიმენის გასაფორმებლად პირველ რიგში დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვა მოუწევს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !