TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ძაძარონი:“ ილდისისთვის 10 ნომერი ჯერჯერობით ზედმეტად მძიმეა…“

ცნობილი ჟურნალისტის ივან ძაძარონის აზრით, კენან ილდისისთვის 10-ნომრიანი მაისურის მიცემა ნაადრევი იყო.

„მე კვლავ ვფიქრობ, რომ კიეზას იუვენტუსიდან წასვლა შეცდომა იყო. მას სივრცეების შექმნა და მათი გამოყენება შესანიშნავად გამოსდის და მოტასთვის გამოსადეგი ფეხბურთელი იქნებოდა.

„ილდისი ? ამ მომენტისთვის 10-ნომრიანი მაისური მისთვის ზედმეტად მძიმე ტვირთია. კენანის ტალანტში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, მაგრამ მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, რომ თავისი პოტენციალი სრულად წარმოაჩინოს.

„პსვ-სთან მატჩი ? იმედი მაქვს, ევროპული ფეხბურთის ატმოსფერო გუნდზე დადებითად იმოქმედებს და ჩვენ უკეთეს იუვენტუსს ვიხილავთ.“