დე პაოლა:“ ალეგრის მოყვარულები უნდა დამშვიდნენ, მოტას მაქსზე კარგი სტარტი აქვს, ვლაჰოვიჩი ?…“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ემპოლისთან მატჩი შეაფასა.
„ბოლო ორი ტურის შემდეგ ალეგრის მოყვარული ჟურნალისტები გააქტიურდნენ, თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ.
„ალეგრიმ იუვენტუსში დაბრუნების შემდეგ პირველი სეზონის პირველ 4 მატჩში ჯენოასთან წააგო და საერთო ჯამში 5 გოლი გაუშვა, მოტას გუნდი კი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც გოლი არ გაუშვია, ხოლო თუ მშრალ სტატისტიკას გავცდებით, ალეგრისა და მოტას გუნდებს შორის თამაშის სტილის მხრივ კოლოსალური სხვაობაა.
„ჩვენ ვხედავდით, რომ კოპმეინერსი და გონსალესი ვერტიკალურად თამაშს ცდილობდნენ, გუნდი ბურთს აკონტროლებს და მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის გაივლიან ადაპტაციას ახალი ფეხბურთელები და იქნებიან უფრო პროდუქტიულები როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.
„ვლაჰოვიჩი ? მე ჯერჯერობით პრობლემას ვერ ვხედავ. მას 4 მატჩში 2 გოლი აქვს, მისი შედეგები კოპმეიენრსისა და გონსალესის ადაპტაციის გავლის შემდეგ გაცილებით გაუმჯობესდება, რადგან გატანის მეტი შანსი ექნება.
„იმედი მაქვს, იუვე იანვარში ვიცე-ვლაჰოვიჩს გაიფორმებს, რადგან იუვენტუსს ძალიან დატვირთლი კალენდარი აქვს და სერბის შემცვლელი სჭირდება.“