ძამბროტა:“ მილანი – იუვენტუსის ბედს ლეაუ-ილდისის დუელი გადაწყვეტს“
ლეგენდარულმა ჯანლუკა ძამბროტამ მილანი – იუვენტუსის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, დღეს სერია ა-ს სატურნირო ცხრილი ძალიან სამართლიანია. ინტერი აშკარად ყველაზე ძლიერია და მათ სკუდეტო გასაკვირი არ არის, ნაპოლი, მილანი და იუვენტუსი კი ოთხეულში ყოფნას იმსახურებენ.
„მილანმა ბოლო პერიოდში ქულები დაკარგა და არც თუ ისე სტაბილურად თამაშობს, იუვენტუსი კი ლუჩიანო სპალეტის გუნდში მისვლის შემდეგ პროგრესირებს, როგორც შედეგების, ასევე თამაშის ხარისხის მხრივ.
„ამ დაპირისპირებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ლეაუსა და ილდისის ფორმას ექნება. ლეაუ არასტაბილური ფეხბურთელია, თუმცა თუ ის ხასიათზეა, ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია.
„ილდისის ტალანტზე საუბარი არ ღირს, მან უკვე დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის და უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია. ჯერჯერობით მისი დელ პიეროსთან შედარება ადრეა, თურქს ლექსამდე ბევრი უკლია, მაგრამ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს.
„ვლაჰოვიჩი ? დუშანი ნამდვილი ცხრიანია, ვფიქრობ, იუვენტუსმა ის ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს, ვლაჰოვიჩი სპალეტის გუნდში თავს შესანიშნავად წარმოაჩენს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
