TuttoJuve

Juve per sempre sarà

ალეგრი:“ იუვენტუსი შესანიშნავ ფორმაშია, წინ რთული მატჩი გველოდება“

მილანის მთავარმა მწვრთნელმა მაქს ალეგრიმ იუვენტუსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გაამრთა.

„როგორ მატჩს ველოდები ხვალ ? ამის თქმა ძალიან რთულია, შესაძლოა გოლი რამდენიმე წუთში გავიდეს და თამაში გაიხსნას. ერთი რამ ეჭვგარეშეა, ეს ძალიან კარგი და დაძაბული მატჩი იქნება, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ლუჩიანო სპალეტიმ გუნდს რაღაც ახალი შესძინა და ახლა იუვენტუსი ძალიან კარგად გამოიყურება.

„გადამწყვეტი მატჩი ? არ ვიცი, რამდენად არის ეს შეხვედრა გადამწყვეტი. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებამდე 7 ქულა გვაშორებს და რა თქმა უნდა, ხვალ გამარჯვების შემთხვევაში მიზანს ძალიან მივუახლოვდებით.

„რა გვჭირდება მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის საბრძოლველად ? ახლა ამ თემაზე საუბარი უადგილოა, ჩვენი სრული კონცენტრაცია ხვალინდელ შეხვედრაზე უნდა იყოს გადატანილი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველი შედეგისთვის ბრძოლა კიდევ უფრო რთული გახდება.

„რას ველოდები იუვენტუსისგან ? იუვენტუსი როგორც თამაშის ხარისხის, ასევე შედეგების მხრივ ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ისინი უკვე 3 მატჩია გოლს არ უშვებენ და იმედი მაქვს, ხვალ ჩვენ ამ მშრალი სერიის შეწყვეტას შევძლებთ.

„ილდისი ? იუვენტუსს შესანიშნავი ახალგაზრდული სექტორი ჰყავს და კენანი ერთ-ერთი მაგალითია. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !