TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ძამბროტა:“ მილანი – იუვეს მატჩი თანაბარი იქნება, კამბიაზო ყველასთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს“

ლეგენდარულმა ჯანლუკა ძამბროტამ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„კამბიაზო ? მე ის ძალიან მომწონს, ანდრეამ კარიერა სერია დ-ში დაიწყო და უმაღლეს დონეს მიაღწია, ის ყველასთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. ის ძალიან დიდი ხარისხის მქონე ფეხბურთელია, შეუძლია მოედნის ორივე მხარეს თამაში და როგორც იუვენტუსისთვის, ასევე იტალიის ნაკრებისთვის შეუცვლელ ფიგურად ყალიბდება.

„კონსეისაუ ? მე მისი მსგავსი ფეხბურთელები ძალიან მომწონს. ფრანცისკუ სწრაფი, ტექნიკური ფეხბურთელია, ვისაც თამაშის მსვლელობის შეცვლა შეუძლია. ჯუნტოლის მისი გამოსყიდვა მოუწევს.

„მოტა ? ის მოედანზე ძალიან ინტელიგენტი და ტაქტიკურად განსწავლული ფეხბურთელი იყო, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ტიაგო ძალიან კარგი მწვრთნელი გახდა. ის ძალიან ცივსისხლიანია, სიტუაციას კარგად აფასებს და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

„მილანთან მატჩი ? ვფიქრობ, ეს შეხვედრა როსონერისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მარცხის შემთხვევაში როსონერი ლიდერებს კიდევ უფრო ჩამორჩება და ტიტულისთვის ბრძოლა გაურთულდება.

„ფავორიტი ? ფავორიტის დასახელება მიჭირს, ორივე გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა და ჯერჯერობით თავის საუკეთესო თამაშს ვერც ერთი მათგანი ვერ ახერხებს. იუვენტუსს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი აქვს, ვლაჰოვიჩის არყოფნა ბიანკონერის აუცილებლად დაეტყობა და ვფიქრობ, მას ვეა ჩაანაცვლებს.“

error: დაცული კონტენტი !