სპალეტიმ ვლაჰოვიჩის თაობაზე იუვენტუსის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტიმ დუშან ვლაჰოვითან ჩაშლილი მოლაპარაკებები მშვიდად მიიღო და ეს ფაქტი გუნდთან რაიმე სახის კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზი არ გახდება.
წყაროს ცნობით, სპალეტი მიიჩნევს, რომ იუვენტუსმა სერბის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა და ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი ფინანსური პირობები გუნდის ხედვასთან შეუსაბამო იყო.
იუვენტუსმა სპალეტი დაარწმუნა, რომ გუნდი მისი მოთხოვნის თანახმად ფიზიკურად ძლიერ ცხრიანს გაიფორმებს, რომელსაც სპალეტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდიდან ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
