ხილა ზაფხულში ლაციოს დატოვებს
ლაციოს ფეხბურთელი მარიო ხილა სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას გეგმავს.
25 წლის ცენტრალური მცველის მიმდინარე კონტრაქტი არწივებთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და ის გუნდთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, ამიტომ ლაციოს მისი გაყიდვა მოუწევს.
ნიკოლო სკირას ცნობით, ესპანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მილანი, იუვე, ნაპოლი და ატლეტიკო იჩენენ. მისი ფასი დაახლოებით 20-25 მილიონია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
