ვლაჰოვიჩსა და კარნევალის შორის არანაირი საუბარი არ გამართულა
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ჯივანი კარნევალისა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ გამართულა.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი სერბის შენარჩუნებაზე უარს არ ამბობს, მაგრამ ამას მხოლოდ გუნდისთვის ხელსაყრელი ფინანსური პირობებით გააკეთებს, იუვენტუსი დუშანის მიერ მოთხოვნილი ხელფასისა და ბონუსების გადახდას არ აპირებს.
თუ ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენა მართლა უნდა, ის გუნდის პირობებს დათანხმდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ტურინს დატოვებს. დუშანის აგენტმა სერბის სამსახური არაერთ გუნდს შესთავაზა, თუმცა ამ მომენტისთვის მის მიერ მოთხოვნილი ხელფასის გადახდას არც ერთი მათგანი არ აპირებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
