TuttoJuve

Juve per sempre sarà

სორლოთი იუვენტუსის სამიზნედ რჩება

იუვენტუსი ალექსანდერ სორლოთის მიმართ ინტერესს არ კარგავს და მის თაობაზე მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში განაახლებს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ლუჩიანო სპალეტის პრიორიტეტი კვლავ დუშან ვლაჰოვიჩის შენარჩუნებაა, თუმცა ამ მომენტისვის სერბის ტურინში დარჩენის შანსი მიზერულია და მისი მთავარი ალტერნატივა სწორედ სორლოთია.

ტურინულ გრანდს ნორვეგიელთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება მიღწეული აქვს და გუნდებს შორის შეთანხმებას ელოდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).