იუვენტუსს სორლოთში 30 მილიონის გადახდა არ სურს
იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის ალექსანდერ სორლოთის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან.
SportMediaset-ის ცნობით, ტურინული გრანდი 30 წლის ფორვარდის სანაცვლოდ, რომელიც უმაღლესი დონის შემტევად არ მოიაზრება, 30 მილიონი ევროს გადახდა არ სურს.
იუვენტუსი იმედოვნებს, რომ ნორვეგიელის გაფორმებას დაახლოებით 25 მილიონი ევროს ფარგლებში შეძლევს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
