TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩს მსურველების რიგი უდგას…

იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის გარეშე დუშან ვლაჰოვიჩის შენარჩუნება გაუჭირდება.

იტალიური მედიის ცნობით, სერბი ფორვარდის უფასოდ გაფორმების მსურველთა სიას ამჯერად ნიუკასლი შეუერთდა, რომელიც დუშანს იუვენტუსზე გაცილებით უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობს.

ნიუკასლის გარდა, გასულ კვირებში ვლაჰოვიჩი მილანს, რომას, ბარსელონას, ატლეტიკოს, ბაიერნსა და არსენალს დაუკავშირეს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)