იუვენტუსი ჟესუსის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი არსენალის ფორვარდის გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერით ინტერესდება.
29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი მეთოფეებთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და ის დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში დატოვებს.
Tuttomercato-ს ცნობით, ჟესუსის მიმართ ინტერესს იუვენტუსი, ბარსელონა და სხვა ევროპული გუნდები იჩენენ. არსენალი მის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
