TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი იუვეში დასარჩენად ხელფასის შემცირების წინააღმდეგი არ არის

Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობასა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის შეხვედრა ახალი კონტრაქტის თაობაზე სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე შედგება.

სერბი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება და მომდევნო სეზონიდან მისი გასამრჯელო 12 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

იუვენტუსს ვლაჰოვიჩის ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივება და მისი გასამრჯელოს 7-7.5 მილიონ ევრომდე შემცირება სურს. დელა ვალეს თქმით, დუშანს ტურინული გრანდის რიგებში დარჩენა უდნა და ხელფასის შემცირების წინააღმდეგი არ არის.