TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ალეგრის აგენტი:“ მაქსმა იუვეში მის ხელთ არსებული რესურსებით მაქსიმალური შედეგი დადო“

იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელის მაქს ალეგრის აგენტმა იტალიელი სპეციალისტის გაშვების გამო ბიანკონერი გააკრიტიკა და ალეგრის მომავალთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსის შემადგენლობა გასულ წლებში არ იყო ისეთი ძლიერი, როგორსაც ბევრი ამტკიცებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდში ამდენი ცვლილება არ მოხდებოდა.

„ალეგრიმ მის ხელთ არსებული შემადგენლობით იუვენტუსში მაქსიმუმი დადო, სანაცვლოდ კი უადგილო კრიტიკას იღებდა.

„იუვეს ახალი პროექტი ? გუნდში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა, მწვრთნელმა და იუვენტუსის ახალწვეულებმა თავიანთი შესაძლებლობები უნდა დაამტკიცონ, ამიტომ ახლა შეფასება ძალიან ადრეა.

„ალეგრის უარი რეალს ? მაქსმა ეს გადაწყვეტილება გულით მიიღო და იუვენტუსში დარჩენა არჩია. მან იცოდა, რომ გუნდში რთული სიტუაცია იყო, თუმცა ალეგრის საკუთარი გადაწყვეტილება არასოდეს უნანია.

„მისი ახალი გუნდი ? ალეგრი ამბიციური პროექტის მოლოდინშია, რომელიც მაქსის ხედვებსა და საქმისადმი მიდგომას გაითვალისწინებს.

„კრიტიკა ალეგრის მიმართ ? მაქსის კრიტიკა ბოლო წლებში პროფესია გახდა. საშალო კალიბრის ჟურნალისტები და ექსპერტები პოპულარობის მოპოვებას სწორედ ალეგრის კრიტიკით ცდილობდნენ.“