TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა ტოდიბოსა და კოპმეინერსის ტრანსფერებსი დახურვას მიმდინარე კვირის ბოლომდე ითხოვს

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტიაგო მოტამ კრისტიანო ჯუნტოლის ჟან-კელრ ტოდიბოსა და ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერების დახურვა მიმდიანრე კვირის ბოლომდე სთხოვა.

იუვენტუსი სერია ა-ში სტარტს 17 აგვისტოს კომოსთან მატჩში აიღებს და ტიაგო მოტას სურს, რომ შეხვედრისთვის მზადება სრულ შემადგენლობასთან ერთად მაქსიმალურად მოკლე დროში დაიწყოს.

ბიანკონერი ტოდიბოს გაფორმებასთან ახლოს არის და მომდევნო საათებში დიდი ალბათობით ტრანსფერი დაიხურება, კოპმეიენრსის თაობაზე კი ჯუნტოლის ბერგამოელებთან საერთო ენის გამონახვა მოუწევს, თუმცა ლა დეას პოზიცია საგრძნობლად შერბილდა, რადგან ფეხბურთელი იუვენტუსში გადასვლას ითხოვს და გუნდს მისი ძალით დატოვება არ სურს…