ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენა უნდა
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენა სურს.
წყაროს ცნობით, სერბ ფეხბურთელს ლუჩიანო სპალეტის გუნდში თამაში უნდა და მზად არის, ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდეს.
იუვენტუსი დუშანის აგენტს მომევნო კვირებში კიდევ ერთხელ შეხვდება და მას საბოლოო წინადადებას წარუდგენს. ტურინუელებს სერბთან კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივება სურთ, მისი გასამრჯელო თანხმობის შემთხვევაში 6 მილიონამდე შემცირდება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
