სიმეონეს გონსალესის შენარჩუნება სურს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, დიეგო სიმეონეს ატლეტიკოში ნიკო გონსალესის შენარჩუნება სურს.
წყაროს ცნობით, ატლეტიკოს არგენტინელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის – 32 მილიონი ევროს გადახდა არ სურს და იმედი აქვს, იუვენტუსი გარკვეულ დათმობაზე წავა და ამ თანხას მცირედით შეამცირებს.
ლუჩიანო სპალეტი ნიკო გონსალესის იუვენტუსში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, ამიტომ იუვენტუსი არგენტინელის გამოსასყიდი თანხის მნიშვნელოვნად შემცირებას არ აპირებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
