ვლაჰოვიჩის იუვენტუსიდან წასვლის შანსი იზრდება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, სეზონის ბოლოს გუნდიდან დუშან ვლაჰოვიჩის წასვლის შანსი სულ უფრო იზრდება.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ამ მომენტისთვის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეხვედრა ჩანიშნული არ არის, რაც ზაფხულში მისი გაყიდვის შესაძლებლობას ზრდის.
ვლაჰოვიჩის კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ბიანკონერის მისი ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, თუმცა ფეხბურთელისგან წლიური გასამრჯელოს 12 მილიონიდან 8-9 მილიონამდე შემცირებას ითხოვს, რაც სერბის პოზიციას ეწინააღმდეგება…