TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ სიტისთან მატჩი წარსულია, კონცენტრაცია ხვალინდელ შეხვედრაზე უნდა გავაკეთოთ“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ვენეციასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„როგორ გრძნობს გუნდი თავს ? გუნდი ფიზიკურად და მენტალურად კარგად არის. რა თქმა უნდა, გამარჯვება ძალების აღდგენაში გვეხმარება და ახლა ჩვენ კონცენტრირებულები მომდევნო შეხვედრაზე ვართ.

„ჩვენ ხვალ მოედანზე ჩვეული მოტივაციითა და მონდომებით უნდა გავიდეთ. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, ამისთვის კი კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ.

„კამბიაზო და ნიკო ? ხვალ ბრემერი, კაბალი, მილიკი და რუჰი ვერ დაგვეხმარებიან. კამბიაზო ჯერ ბოლომდე მზად არ არის, ნიკომ კი გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და სავარაუდოდ გარკვეულ წუთებს მიიღებს.

„ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ? ეს ტურნირის ახალი სტრუქტურაა, თითოეული გუნდისთვის ეს სიახლეა, რომელთანაც ადაპტაცია გვიწევს. ასეა თუ ისე, საბოლოო მიზანი არ იცვლება, ჩვენ თითოეულ მატჩში მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენება და გამარჯვება გვსურს.

„ვლაჰოვიჩი ? მან სიტისთან ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. დუშანი ყოველთვის მონდომებულია და გუნდის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.

„ვენეცია ? ეს არის გუნდი, რომელმაც გასულ მატჩებში პრობლემა არაერთ ძლიერ მეტოქეს შეუქმნა. მათ კარგი ფეხბურთელები და გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ, ამიტომ ჩვენ მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს.

„კოპმეიენრსი ? ის ჩვენთვის ფუნდამენტალური ფეხბურთელია, ტეუნს მოედანზე ყველაფერი შეუძლია. მისი სხეულის ენა, მისი მოედნის ხედვა და გადაადგილება, მისი მენტალობა, კოპმეიენრსს ყველაფერი უმაღლეს დონეზე აქვს

„დი გრეგორიო სასტარტოში ? ვნახოთ. მე გამიმართლა, რომ 3 ძალიან კარგი კიპერი მყავს და ვნახოთ, ვინ იქნება ხვალ სასტარტოში.

„მაკკენი ? მას შეუძლია სასტარტოს წევრი იყოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მაღალი დონისა და განსხვავებული მახასიათებლების ფეხბურთელები მყავს, რომლებიც გუნდის დასახმარებლად ძალას არ იშურებენ.“