დანილოს მსურველები დღითი დღე იზრდება…
იუვენტუსის კაპიტანმა დანილომ სიტისთან მატჩის შემდეგ დაადასტურა, რომ ის გუნდის დატოვებას იანვარში არ აპირებს, ამიტომ სეზონის ბოლოს ბრაზილიელი ფეხბურთელის გაფორმება ნებისმიერ გუნდს სრულიად უფასოდ შეეძლება.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი დანილოსთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ აპირებს, ამიტომ ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
წყაროს ცნობით, ნაპოლის შემდეგ, დანილოს მიმართ ინტერესი თურქულმა ფენერბაჰჩემაც გამოთქვა. დანილოს პრე-კონტრაქტის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის დახურვის შემდეგ შეეძლება.